ძალიან გთხოვთ, საკითხის პოპულარიაზაციას ნუ მოახდენთ. არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ და დიდი თხოვნაა მედიასაშუალებებთან, რომ რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავთ ბავშვებს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გავრცელებული თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს, გამომდინარე იქედან, რომ უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.