პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში და როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რეპერების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს.ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა იმის შესახებ, რომ სწორედ ბერა ივანიშვილის განცხადების შემდეგ "გადაწყდა რეპერების ბედი" და განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.