"ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. დეპუტატი განმარტავს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.