ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გავრცელებულ ინფორმაციას ვერშბოუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოსთან მეგობრობით ამაყობს, ნატოში გაწევრინებასთან დაკავშირებით ქვეყნის მისწრაფებებს მხარს უჭერს, თუმცა ელჩად არ არის არჩეული. აღნიშნულის შესახებ ვერშბოუ ქართველი ჟურნალისტის, კახა დგებუაძის შეკითხვაზე საპასუხოდ წერს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ალექსანდერ ვერშბოუს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.