22:44
25 სექტემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ალექსანადრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან
10-08-2020

ალექსანადრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ლუკაშენკომ დსთ-ს აღმასრულებელ მდივან სერგეი ლებედევთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. „არჩევნები დღესასწაულია. ვიღაცას ამ დღესასწაულის ჩაშალა უნდოდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და ამიტომ მათ მართავენ“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩევლეთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სევატნალა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

AutoPlay
"შაქარაშვილი თვალით არ მინახავს, მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო" - ბრალდებული რევაზიშვილი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემეამულეებს - ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გიორგი გახარია - საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარიზში "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან 4 ადამიანი დაჭრეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნებზე დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება მოხდეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები