ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის დროს მმართველ გუნდთან საბოლოოდ შეთანხმდნენ და ეს შეთანხმება გააფორმეს. ამის შემდეგ ელისაშვილის პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს.