"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებლებმა ალეკო ელისაშვილმა და ივანე ნორაკიძემ ზუგდიდში, წარმომადგენლობა გახსნეს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის შემდეგ, სამეგრელოს ოფისი ორგანიზაციის რიგით მეხუთე ოფისია. მოძრაობის ლიდერის თქმით, ქვეყანას თავად მოქალაქეებმა უნდა მიხედონ და რეგიონში ოფისის გახსნა, საერთო საქმეში ჩართულობას ნიშნავს.