თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. ფაქტია, ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ, - ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ქართველი პოლიტიკოსები, ემოციური და პირადი განწყობების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას მიჩვეოდნენ.