ალეკო ელისაშვილის არანაირად არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?,- ასე უპასუხა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მმართველ გუნდში მისი ეშინიათ და ამიტომ წარადგინეს საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართლმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ წარადგინა, რომ მისი შეეშინდა.