ალეკო ელისაშვილია ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს - იღებს თუ არა ის შეთავაზებას? - Palitra News

ალეკო ელისაშვილია ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს - იღებს თუ არა ის შეთავაზებას?

2018-11-13 17:35:34+04:00

ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ ექსპერტ გია ხუხაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა, ალეკო ელისაშვილია. როგორც ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება, თუმცა მისი თქმით, გია ხუხაშვილის აზრები მისთვის საინტერესოა და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს. ელისაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური აქტივობა მის მიერ შექმნილმა სამოქალაქო ორგანიზაციამაც დაიწყოს.