ალეკო ელისაშვილი - უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება - დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - უნდა გადავდოთ, აქ მდგომნი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება - დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის

2020-11-08 16:57:24+04:00

დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ერთობლივ აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ერთ მუშტად უნდა შეიკრას ყველა, აჩვენონ მტერს და მოყვარეს, რომ „ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ“.