პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებიან, როგორც ელისაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განმარტა, ამის გამო მას უთხრეს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა“.
ამასთან, ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებს“ მმართველი გუნდის დამარცხება უნდა, თუმცა, მხოლოდ არჩევნების გზით და მზად არის, დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა.