თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს რიგებს ტოვებს. ამის მიზეზად ელისაშვილმა 29 სექტემბერს საკრებულოში განვითარებული მოვლენები დაასახელა. მისი თქმით, 2 ოქტომბერს დაწერს განცხადებას საკრებულოს დატოვების შესახებ. 29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.