საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კარლო ლაფერაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ალეკო ელისაშვილი ჯავახეთის # 66-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საკრებულოში გადაგზავნას ითხოვს. ალეკო ელისაშვილმა ვარკეთილის მცხოვრებლებთან და მათ ადვოკატთან, პრესესკონფერენცია გამართა.ადვოკატის, ჯავახეთის # 66-ში მდებარე 6 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მათ 2014 წლის თებერვლიდან დაიწყეს. ამჟამად საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, აუქციონზე მიწის ნაკვეთი კერძო პირმა, ილია მარიდაშვილმა შეიძინა.