პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობაა. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ესაა დასტური, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები გაყალბების მეორე ტურში არ მონაწილეობენ.