"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მოხსენება იყო ხანმოკლე, ზოგადი და ძალიან არადამაკმაყოფილებელი მისთვის. ელისაშვილი ამბობს, რომ როგორც ყველაფერში, პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც იყო ძალიან ზოგადი.
ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტს ფასილიტატორი ელჩებისთვის მადლობის გადახდის პარალელურად უნდა აღენიშნა ის ფაქტიც, რომ თავად უნდა ყოფილიყო ფასილიტატორი პროცესში.
ელისაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს უნდა აკრიტიკებდეს წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო, რადგან პრეზიდენტის სასახლე არის ის სივრცე, სადაც უშუალოდ პრეზიდენტი წარმართავს მედიაციას და მოლაპარაკებების პროცესს.