"თუ ერთი თვის ვადაში "ყაზტრანსგაზი" 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, უნდა ვაიძულოთ მთავრობა, სულ მცირე, გამოისყიდონ ეს კომპანია და გამოაცხადონ საერთაშორისო ტენდერი" - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია უსაფრთხოების გარანტირებას ვერ ახდენს და თუ ეს არ შეიცვლება, გაზისგან დაღუპულთა სტატისტიკა ისევ გაიზრდება.