სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ცენტრალურ ოფისთან 29 იანვარს, 13:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, მათ აქვთ ორი მოთხოვნა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის ცვლილებას და "ყაზტრანსგაზ-თბილისში" საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ეხება. მისი აღნიშვნით პირველი მოთხოვნა არის, რომ მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორი მამუმა კობახიძე გადადგეს და მეორე შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელის წინაშეც იქნება პასუხისმგებელი ახალი მენეჯმენტი.