დღეს პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პრეზენტაცია გაიმართება. ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.
პოლიტიკური გუნდი "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" რამდენიმე კვირის წინ დარეგისტრირდა. ელისაშვილი იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში ხოლო 2017 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.