"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენას და გირაოზე უარის თქმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო და რჩება მავნებლურ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. მისივე თქმით, ეს გაჯიუტება იმის დასტურია, რომ მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ.