პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ორჯერ 30 000 ლარის გადახდის საშუალება გასაგებია, რომ არავის აქვს“. მანვე აღნიშნა, რომ არაა ნორმალური ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს, ვინც არ უნდა იყოს, სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა და თუ ამ მექანიზმს სპობ და აშორებ, ე.ი. ოპოზიციას ებრძვი.
როგორც მელია აღნიშნავს, მას არ სჭირდება, რომ ვინმემ გირაო გადაუხადოს.