ალეკო ელისაშვილი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს რათა მოხდეს რესურსის გამოძებნა იმისათვის, რომ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოხდეს. ელისაშვილის თქმით შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ მისი თქმით ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია