"სამოქალაქო მოძრაობა" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ შეთანხმებას შეუერთდა. დამფუძნებლებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა გუნდის სხვა წევრებთან ერთად გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მოსახლეობას ინიციატივა გააცნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მაჟორიტარები პარაზიტები არიან და ქვეყანა ვერ განვითარდება, სანამ ისინი იქნებიან პარლამენტში. ელისაშვილმა მაჟორიტარებს ფეოდალი და რაიონებს თავს მომჯდარი მაფიოზები უწოდა.