სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევაში თბილისის მერს კახა კალაძეს ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა, მომხდარი კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, რადგან ყაზტრანსგაზი სწორედ მისია. რამდენიმე წუთის წინ ელისაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის კამათი იყო. ელისაშვილმა 7 ადამიანის გარდაცვალებაში "ყაზტრანსგაზ - თბილისი" და თავად კალაძე დაადანაშაულა, რამაც თბილისის მერის გაღიზიანება გამოიწვია.