"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც ხალხმა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის განსხვავება არ იცის. ელისაშვილი ოქრიაშვილს ურჩევს IRI-ის გამოკითხვის შედეგები წაიკითხოს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 78% პროპორციული სისტემის მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას ემხრობა. ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ბევრმა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის განსხვავება არ იცის. მისივე განცხადებით, დებილები ყველგან არიან, მათ შორის პოლიტიკაშიც.