პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძისა ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ეხმაურება.
ელისაშვილი მიიჩნევს რომ ეს განაჩენი ხელისუფლების უკან დახევას არ ნიშნავს, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართმსაჯულება არსებობს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის რეპუტაციის შელახვა სურდა და რასაც გარკვეულ წილად მიაღწია“.