გამოხეული "ნასკებით" მოვიდნენ 2012 წელს ეს ტიპები და დღეს გოიმურ "დვარეცებში" ცხოვრობენ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები აკეთებენ იმავეს, რასაც თავის დროზე - "ნაციონალური მოძრაობა". ალეკო ელისაშვილი მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებულ და ამორალურ ადამიანებს უწოდებს.