სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მცირე და საშუალო კომპანიებს სერვისების მიღებაში დაეხმარება. შესაბამისი მემორანდუმი ალდაგმა, საქართველოში წამყვან აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანია "ფინანსურ ოფისთან" გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, ალდაგი თავისი კლიენტი კომპანიებისთვის 100 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს და კომპანიებს "ფინანსური ოფისის" სერვისების მიღებას მნიშვნელოვნად დაუფინანსებს. ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში "ალდაგის" კლიენტ კომპანიებს უფასოდ ჩაუტარდათ ტრეინინგი ფინანსური ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის თემაზე. ალდაგის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თქმით, კომპანია მზადაა მხარი დაუჭიროს კლიენტ კომპანიებს სწრაფად ადაპტირდნენ კანონის ახალ მოთხოვნასთან, რათა სრულფასოვნად და დროულად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში.ალდაგი ასევე მზაობას გამოთქვამს ითანმშრომლობას სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შესთავაზოს.