ნიგვზის ლებანი ადამიანის ტვინს გავს, სწორედ ამიტომ ძველი დროიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ ის ტვინის მუშაობას ხელს უწყობდა, ძველ ბაბილონში დაბალი ფენის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ ნიგვზის ჭამა, რომ მათ ინტელექტი არ მომატებოდათ. სინამდვილეში ნიგოზი მართლაც უწყობს ხელს ტვინის კარგად მუშაობას, ის აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, მაგრამ ამის მიზეზი არა მისი ფორმა, არამედ მასში შემავალი, დიდი რაოდენობით ომეგა სამია. სამცალ კაკალში, ადამიანისთვის საჭირო დღიური დოზა, ომეგა სამია. გავრცელებულია აზრი, რომ კაკალში არის ნივთიერება იუგლინი, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მისი ნაჭუჭისა და უღელისგან ნაყენს აკეთებს და მიირთმევს, სინამდვილეში აღნიშნული ნივთიერება მართლაც არის კაკალში, თუმცა ნედლი ნიგოზის მწვანე გარსში. ასე რომ მაგარი ნაჭუჭის ნაყენის მირთმევა აბსოლუტურად უსარგებლოა.