ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს, - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა. "ლეილა აბაშიძეს გახსენება არ უნდა, ის იყო ქართული კინოს ვარსკვლავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო. გუშინ მთხოვეს ინტერვიუ, სადაც ასეთი ფრაზა ვთქვი, რომ ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს. ხალხის ასე დავიწყება არ შეიძლება, როცა ცოცხალია, მაშინ უნდა მოეფერო", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
ლეილა აბაშიძეს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალეს.
იხილეთ: