თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი მერისა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ არავითარი პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.
კალაძე უგულავას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას და დამატებით ღონისძიებებს გამოეხმაურა, რომელიც ყოფილ მერს ძალადობის საქმეზე შეეფარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, ფიქრობს, რომ უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა საჭირო იყო.