11:28
19 მაისი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ალბათ ყველას გაგისინჯავთ შპროტი, მაგრამ არ იცით, რომ ყველაზე გემრიელი თევზის კონსერვი, ყველაზე სახიფათოდაც მიიჩნევა - მიზეზი და რჩევა ნახეთ ვიდეოში
23-03-2019

თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია,  ის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს დაკონსერვების შემთხვევაშიც, თუმცა მასში შებოლვის შემდეგ წარმოქმნილი ბენზპირენი, იმდენად სახიფათოა, რომ დანარჩენ სასარგებლო თვისებებს ანეიტრალებს. ალბათ ყველას გაგისინჯავთ შპროტი. მისი მომზადების ტექნოლოგია შემდეგნაირია. მწკრივად აცმულ თევზებს რეცხავენ და ღუმელში ათავსებენ, სადაც  თევზები ჯერ 10 წუთის განმავლობაში ცხელი ჰაერის ნაკადით შრება, შემდეგ 10 წუთის მანძილზე იხარშება და ამის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში კვამლით იბოლება.  გაგრილებულ და შებოლილ თევზებს თავებს აჭრიან და ლამაზად ათავსებენ ქილებში, სადაც მას მარილი და მზესუმზირის ზეთი ემატება. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება შპროტის დაკონსერვება. შპროტი ყველაზე გემრიელი თევზის კონსერვია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის იბოლება,  ყველაზე სახიფათო კონსერვის სახეობად შეიძლება ჩაითვალოს. მისი ზეთიც განსაკუთრებით გემრიელია. გავრცელებულია აზრი, რომ შპროტის ზეთში მეტი ბენზპირენია, ვიდრე თავად თევზში, თუმცა ლაბორატორიული კვლევებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. ასე რომ თუ შპროტს მიირთმევთ, შეგიძლიათ მასთან ერთად ის ცხიმიც მიირთვათ, რომელშიც მოთავსებულია ის, უბრალოდ აღნიშნული პროდუქტი ძალიან იშვიათად უნდა მიიღოთ, მასში არსებული ბენზპირენის გამო. 

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
"იყო შემთხვევა, დავიწყებიათ..." - რა დროს შეიძლება გახდეს ტამპონი უშვილობის მიზეზი და რატომ უნდა ამჯობინოთ მას ჰიგიენური საფენი?
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
"ურჩვენ ზღვაში ან აუზში ტამპონი გამოიყენონ, ეს მცდარია" - დასაშვებია თუ არა ტამპონის გამოყენება ყველა ქალისთვის და საჭიროა თუ არა ყოველდღიური საფენები?
17-05-2019
უმჯობესია არომატი არ იყოს ძალიან მძაფრი... - 5 რამ, რაც ქალებმა ჰიგიენური საფენების შეძენის დროს უნდა იცოდეთ
16-05-2019
"სიცხე მაღლა მიდიოდა, შემდეგ აღარაფერი მახსოვს" - მოდელი, რომელმაც ტამპონით გამოწვეული ტოკსიკური შოკის გამო, ორივე ფეხი დაკარგა
15-05-2019
ქალური დაავადებების ნახევარზე მეტი ჰიგიენური საფენებითაა გამოწვეული - ყველაფერი მათ სწორად არჩევასა და მომხარებაზე, რაც ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
14-05-2019
მარტივი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ნამდვილად ატარებს თუ არა ჰაერს ჰიგიენური საფენი - რამდენ საათში ერთხელ უნდა შეიცვალოთ ის კრიტიკულ დღეებში?
14-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მშიერი
23-03-2019
ჭამა შეიძლება საერთოდ???
სხვა სიახლეები