ალბანეთში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მასში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული პარტიის" ათასობით მხარდამჭერი მონაწილეობდა. ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში თებერვლიდან იმართება. ოპოზიცია ქვეყნის მთავრობას კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირსა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
"ჩვენი ბრძოლა ედი რამას წასვლამდე გაგრძელდება" - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
გასული კვირის აქციების მსგავსად დემონსტრაციები კვლავ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა ნაჭილმა პოლიციას კვამლის ყუმბარები და სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.