ალბანეთში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათი შეჩერება შეძლო. ამასთან, აქტივისტები პარლამენტთან ისროდნენ ყუმბარებს. შეგახსენებთ, ოპოზიციური დემოკრატიული პარტია და მისი მოკავშირეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ვინაიდან ისინი მთავრობას კორუფციასა და 2017 წლის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს ალბანეთის პრემიერი ედი რამა უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობის უფლებამოსილება 2021 წლის ივნისის არჩევნებამდე შენარჩუნდება.