ალაზანი გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო მაგისტრალზე მიედინება - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო სავარგულები დატბორა - Palitra News

ალაზანი გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო მაგისტრალზე მიედინება - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო სავარგულები დატბორა

2019-05-11 12:17:09+04:00

გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა. შედეგად, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უხვის ნალექის გამო, გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა ერთხელ უკვე დაიტბორა.