ესკიმოსური ტომების მიერ გამოყვანილი ალასკური მალამუტი მასიური და ენერგიული, მძიმე კლიმატურ პირობებს მორგებული საოცრად ამტანი ძაღლია, რომელიც ბევრს ციმბირულ ჰასკში ერევა. თუმცა, მისგან განსხვავებით, მალამუტს ძლიერი კიდურები და საოცარი ძალა აქვს, რადგან უძველესი დროიდან ადამიანის სამსახურში ჩამდგარი, მუდმივად მარხილში შემდგარი ეზიდებოდა მძიმე ტვირთს.
მეცნიერების მტკიცებით, ალასკური მალამუტი არამხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის, არამედ პლანეტის უძველესი ჯიშია, რადგან სხვა ძაღლებთან შედარებით ყველაზე დიდხანს ცოცხლობს ადამიანთან.