ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯიში ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ალასკას წარმომადგელელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, 67 წლის გერი ნოფი, რომელიც ერთ-ერთ თვითმფრინავს მართავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორ თვითმფრინავში მსხდომი არც ერთი მგზავრი გადარჩენილა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 6 მგზავრი კატასტროფის ადგილზევე, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.