"საკმაოდ მძიმეა ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში, 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად" - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ სასტუმროს დამფუძნებელი არც მიწის მონაცვლეობაზე და არც სასტუმროს პარამეტრების შეცვლაზე თანხმობას არ აცხადებს. თავის მხრივ პროექტის ავტორი აცხადებს, რომ მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული და პირობები მისთვის მიუღებელია.