„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება რომლის მიხედვითაც მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა. სალიას თქმით, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს. ამასთან, სალია ამბობს, რომ ჯერ ოქრუაშვილმა უნდა განმარტოს თუ რა ფორმით ან რა ფულით იყიდა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშს ოქრუაშვილისგან ფული არ აუღია.