ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმის თქმით, სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი აქამდე არ ყოფილა და ექიმმა ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ნებართვის შემდეგ მიიღო.