2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და 4 ათას 410 ჰექტარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, აქედან, ტბორების ფართობმა 2 ათას 327 ჰექტარს მიაღწია, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა და 26 ჰექტარით განისაზღვრა.
ამასთან, მათივე ცნობით, ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების ჯამური ფართობი 2 ათას 57 ჰექტარია.