რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მორიგი საპროტესტი აქცია დღეს, 19:00 საათზე, ისევ პარლამენტის შენობასთან განახლდება. აქციის ბოლოს ტრადიციულად შესრულდა ჰიმნიც. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, 27 ივნისს, 21:00 საათზე, შესაძლოა, პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე გაიმართოს მსვლელობა. ასევე, შაბათს, 29 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე იგეგმება თავისუფლების მარშიც.