გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დილის 05:00 საათამდე დარჩა. აქტივისტებმა 05:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე პირი დააჯარიმეს. აქციის ორგანიზატორები საჩივარსაც ამზადებენ.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა "ლელოს" წარმომადგენელი, კახა კოჟორიძე, რომელმაც დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია თავად დაასუფთავეს.