პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პერფორმანსი შესრულდა. აქციის მონაწილეებმა მარცხენა თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს წითელი ნაჭრები დაურიგდათ. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა მონაწილეებს ნაჭრებით მარცხენა თვალის ახვევისკენ მოუწოდა. შემდგომ მან მონაწილეებს ფანრის ქვევიდან სახეზე მინათებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციაზე საქართველოს ჰიმნი ჩართეს. პერფორმანსის მეორე ნაწილი 10-დან 1-მდე უკან დათვლა იყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თავისუფლების ნიშნად წითელი ნაჭრები მაღლა ააგდეს და ზურგსუკან გადააგდეს. ამის მერე ევროკავშირის ჰიმნი ჩაირთო.