პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეძახილებით დახვდნენ. "მონა-მონა", "თვალთხარია გახარია" - პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს აქციის მონაწილეების ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ პარლამენტში შესვლა. მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე დასასწრებათ მივიდნენ.