პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს.
მმართველი პარტიის წევრებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების ხმაურის ფონზე უწევთ. როგორც პალიტრანიუსს „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, "სირცხვილის კორიდორი" მოაწყეს პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესის მიმართ, სადაც კანონმდებლებმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი გენელაური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენასა და მხარდაჭერას აპროტესტებს.