აქცია მსვლელობა მეტროსადგურ 300 არაგველიდან იუსტიციის სამინისტროსკენ. ოპოზიცია მორიგ შეკრებას იმ უწყებასთან მართავს, რომლის პირველ პირსაც ისინი ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი პროტესტი უწყვეტი და მშვიდობიანი იქნება და გაგრძელდება იქამდე, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.