„მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი,“ - ამის შესახებ ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მათი თქმით, თუ აღნიშნული პირები გადადგებიან, სისტემა ჩამოშლილად ჩაითვლება.„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ველოდებით 10 საათს. თუ 10 საათზე ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის“, - განაცხადა კუპრავამ.