შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების პარალელურად, ახალგაზრდების ჯგუფები პარტიზანულად მოძრაობას და ყველა იმ ადგილზე შეკრებას გეგმავენ, სადაც გიორგი გახარია მივა.როგორც პალიტრანიუსს აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, საპროტესტო გამოსვლები გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და სიახლე იქნება ის, რომ გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან იქ, სადაც მივლენ შს მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.
რაც შეეხება მიმდინარე კვირის გეგმებს, როგორც გიგა მაქარაშვილი აღნიშნავს, ხვალ კვლავ "მსუბუქი აქცია" იქნება და გაიმართება "თავისუფალი კონცერტი", რომელზეც აქციის მხარდამჭერი ყველა არტისტი იმღერებს.