20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთის, ვალერიან გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 8 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გელაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
ასევე, გელაშვილს აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე. ამასთან, სახელმწიფო ბრალდება გელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, გელაშვილის 5 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.